
31 იანვარს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, შეხვედრების ციკლის – პოეზია და რეციტაცია – ფარგლებში, პოეტი რატი ამაღლობელი აგრძელებს საუბარს თემაზე:„პოეზია და ციური სხეულები“. მომხსენებელი განიხილავს შემდეგ საკითხებს: ტერენტი გრეანელი – პოეტი-სალოსი; ტერენტი გრანელის ანგელოსი და გალაკტიონის დემონი; ცა, დედამიწა და პლანეტები ტერენტი გრანელის შემოქმედებაში; ტერენტი გრანელი და ბარათაშვილი; ტერენტი გრანელი და ედგარ პო.
დრო: 31 იანვარი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. №32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]