
13 ივნისს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ შეხვედრების ციკლის – „პოეზია და რეციტაცია“ – ფარგლებში პოეტი რატიამაღლობელი აგრძელებს ლექციათა ციკლს – „პოეზია და 7 ხელოვნება“.
ლექციათა ციკლის მეცხრე ლექციის თემაა: „ხელოვნების ნუგეშისცემა“.
მომხსენებელი განიხილავს შემდეგ საკითხებს: ფაუსტი მუსიკასა და პოეზიას შორის, თავისუფლების იდეა და მისი მეტამორფოზები პოეზიაში, ძალაუფლებისა და ხელოვნების შინაგანი დაპირისპირება, გალაკტიონის „დროშები ჩქარა“ და ორმოცდამეერთე ფსალმუნი.
დრო: 13 ივნისი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. №32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია
[wpai_display_imported_files_here]