
25 მაისს, ოთხშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, შეხვედრების ციკლის – პოეზია და რეციტაცია – ფარგლებში, პოეტი რატი ამაღლობელი წაიკითხავს საჯარო ლექციას: ნიკო სამადაშვილის პოეზია. მომხსენებელი განიხილავს შემდეგ თემებს: გალაკტიონი – მეოცე საუკუნის ქართული პოეზიის რეპრეზენტანტი; ევროპული ნაკადი გასული საუკუნის ქართულ პოეზიაში; ნიკო სამადაშვილი და ქართული პოეზიის ეზოთერული მხარე; გალაკტიონი და ნიკო სამადაშვილი.
დრო: 25 მაისი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჭავჭავაძის გამზ. №32)
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]