
27 მარტს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ პოეტი რატი ამაღლობელი შეხვედრების ციკლის – „მითოსი-კულტი-პოეზია“ – ფარგლებში წაიკითხავს საჯარო ლექციას „აზროვნების (პრომეთეს) გათავისუფლება“. მომხსენებელი ისაუბრებს შემდეგ საკითხებზე: ზევსი და პრომეთე, აზროვნების პრომეთეული და ეპიმეთეული საწყისები, სხეულისა და სულის ალეგორიები ძველ ბერძნულ მითოსში, პრომეთე და ექსკალიბურის ხმალი, პრომეთე და პეტრე მოციქულის დილეგიდან გათავისუფლება.
დრო: 27 მარტი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი.ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]