Loading Events

« All Events

  • This event has passed.

ქეთევან კუპატაძის საჯარო ლექცია – ”წყალი – სიცოცხლის საწყისი”

ნოემბერი 19, 2014 / 07:18

21 ნოემბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში, ილიაუნის საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო პროექტის – „ახალი განმანათლებლობა“- ფარგლებში, პროფესორი ქეთევან კუპატაძე წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე – ” წყალი – სიცოცხლის საწყისი”.

ილიაუნის პროექტი – „ახალი განმანათლებლობა“ – ითვალისწინებს სამეცნიერო-პოპულარული ხასიათის საჯარო ლექციების კურსს. კურსისთვის შერჩეულია საზოგადოებრივ-გლობალურ საკითხებთან დაკავშირებული თემები, რომლებიც ფარავს სამეცნიერო აღმოჩენებს და ტექნოლოგიურ მიღწევებს, კულტურას, განათლებას, პოლიტიკას და გარემოს დაცვის აქტუალურ საკითხებს. ლექციებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები კითხულობენ. ლექციების ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას ეძლევა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს თემატურ დისკუსიაში.

ლექციის ჩატარების დრო: 21 ნოემბერი, 16:00 საათი

ხანგრძლივობა: 1 საათი (ლექციის შემდეგ გათვალისწინებულია დისკუსია)
ადგილმდებარეობა: A 101 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჭავჭავაძის გამზ. 32)

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
ნოემბერი 19, 2014
Time:
07:18
Event Category:
Event Tags: