Loading Events

« All Events

  • This event has passed.

პროფესორ ვლადიმირ ბენკოს საჯარო ლექციათა სერია

აგვისტო 28, 2018 / 11:00

28, 29 და 30 აგვისტოს, 11: 00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის F303 აუდიტორიაში გაიმართება სლოვაკეთის მეცნიერებათა აკადემიის ლ. შტურის სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის პროფესორის, ვლადიმირ ბენკოს საჯარო ლექციათა სერია შემდეგი თანმიმდევრობით:

  • 28 აგვისტო – კორპუსული მეთოდოლოგიის გამოყენება ლექსიკოგრაფიული, მთარგმნელობითი და სხვა ტიპის კვლევების დროს;
  • 29 აგვისტო – კორპუსის დიზაინისა და კორპუსების შედგენაზე ორიენტირებული კომპიუტერული უზრუნველყოფა;
  • 30 აგვისტო – ონლაინკორპუსები და Aranea-ს ქართულენოვანი რესურსი.

პროფესორ ბენკოს საჯარო ლექციათა სერია ტარდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინასებული ციფრული ჰუმანიტარიის სტრუქტურული სადოქტორო პროგრამის ფარგლებში.

დრო: 28, 29 და 30 აგვისტო, 11:00 საათი
ადგილმდებარეობა: F303 აუდიტორია (ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი N3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
აგვისტო 28, 2018
Time:
11:00
Event Category:
Event Tags: