
25, 26 და 27 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტი გიწვევთ ბოხუმის უნივერსიტეტის პროფესორის, ბოხუმის უნივერსიტეტთან არსებული ჰეგელის არქივის დირექტორის, დოქტორ ვალტერ იეშკეს (Walter Jaeschke) საჯარო ლექციებზე.
ლექციები შემდეგი თანმიმდევრობით ჩატარდება:
ლექცია 1: „პანთეიზმის დავა“
25 ნოემბერი, 15:00 საათი, G 106 აუდიტორია
ლექცია 2: „ათეიზმის დავა“
26 ნოემბერი, 12:00 საათი, G 106 აუდიტორია
ლექცია 3: „თეიზმის დავა“
27 ნოემბერი, 15:00 საათი, G 106 აუდიტორია
ლექციები ჩატარდება გერმანულ ენაზე, თანმიმდევრული ქართული თარგმანით. დასწრება თავისუფალია.
პროფესორ ვალტერ იეშკეს შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.
[wpai_display_imported_files_here]