
27 სექტემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გეპატიჟებით ნეგევის ბენ გურიონის უნივერსიტეტის პროფესორის, ჰამუტალ ბარ-იოსების ქართულად თარგმნილი ლექსების პრეზენტაციაზე.
წარდგინებაში მონაწილეობას მიიღებენ თავად ავტორი და მთარგმნელი თამაზ ხარაიშვილი.
ჰამუტალ ბარ-იოსების 40 ლექსი პირველად ითარგმნა ქართულ ენაზე და გამოსცა გამომცემლობა „მერიდიანმა”.
ჰამუტალ ბარ-იოსები, ნეგევის ბენ გურიონის უნივერსიტეტის ლიტერატურის პროფესორი ემერიტუსი, მსოფლიოს მრავალი უნივერსიტეტის საპატიო პროფესორია. მას გამოცემული აქვს ათეულობით პოეტური, სამეცნიერო და სამეცნიერო-პოპულარული კრებული, ასევე ინგლისური, ფრანგული და რუსული ენებიდან თარგმანთა კრებულები; ჰამუტალ ბარ-იოსები არაერთგზის დაჯილდოებულია პრიზებით როგორც პოეტური და მთარგმნელობითი, ისე სამეცნიერო და საზოგადოებრივი საქმიანობისთვის.
მისი წიგნები ნათარგმნია ინგლისურ, ფრანგულ, ესპანურ და რუსულ ენებზე.
ვრცლად იხ. http://www.ithl.org.il/page_13508
სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური
დრო: 27 სექტემბერი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]