
Erasmus+ აკადემიური პერსონალის მობილობის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობს ვენეციის კა’ფოსკარის უნივერსიტეტის ლინგვისტიკისა და შედარებითი კულტურული კვლევების ფაკულტეტის ასოცირებულ პროფესორს, გრაციანო სერაჯოტოს; კა’ფოსკარის უნივერსიტეტში იგი ხელმძღვანელობს იტალიური ენის კვლევისა და განათლების ცენტრის ლაბორატორიას (www.itals.it). მისი კვლევის ძირითადი სფეროა იტალიური, როგორც უცხო/მეორე ენა, უფრო კონკრეტულად კი სწავლების CLIL მეთოლოგია.
ვიზიტის ფარგლებში პროფესორი სერაჯოტო უცხო ენის მასწავლებელ-პროფესორებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის გამართავს ორ საჯარო ლექციას:
ენის სწავლების მეთოლოგია
დრო: 18 სექტემბერი, 14:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია
CLIL მეთოდოლოგია
დრო: 20 სექტემბერი, 14:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია
ლექციების სამუშაო ენა: ინგლისური
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]