
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით, მაგდებურგის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ინსტიტუტის პროფესორი, დოქტორი გეორგ ლომანი 5, 6 და 7 ნოემბერს წაიკითხავს საჯარო ლექციებს ადამიანის უფლებების შესახებ.
ლექცია 1: „ადამიანის უფლებები: განსხვავებული კონცეფციები დაზოგადი ცნება“ („Different Conceptions and a General Concept of HumanRights“)
5 ნოემბერი, 12:00 საათი, აუდიტორია E 235
ლექცია 2: „როგორ დავაფუძნოთ გლობალური სოციალური უფლებები“ („How to justify Global Social Rights“)
6 ნოემბერი, 15:00 საათი, აუდიტორია E 304
ლექცია 3: „ტოლერანტობა და გამოხატვის თავისუფლების უფლება“(„Tolerance and the Right to Freedom of Expression“)
7 ნოემბერი, 15:00 საათი, აუდიტორია E 401
ლექციები ჩატარდება ინგლისურ ენაზე თანმიმდევრული თარგმანით.
დასწრება თავისუფალია.
გეორგ ლომანი ადამიანის უფლებების ერთ-ერთი ყველაზე დაფასებული თეორეტიკოსი და ფუძემდებელია. ის იყო ვენის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ინსტიტუტის მოწვეული პროფესორი; 1996 წლიდან პროფესორია მაგდებურგის უნივერსიტეტის პრაქტიკული ფილოსოფიის კათედრაზე; 2009 წლიდან კი ბილეფელდის უნივერსიტეტის დისციპლინათაშორისი კვლევითი ცენტრის მკვლევარია. გეორგ ლომანი ავტორი და გამომცემელია შემდეგი წიგნებისა:
[wpai_display_imported_files_here]