
7 ოქტომბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში გაიმართება პეტერბურგის ევროპული უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის ფაკულტეტის პროფესორის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, სორბონის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორ ალბერტ ბაიბურინის საჯარო ლექცია: „საბჭოთა პასპორტი“.
1917 წელს რუსეთის იმპერიაში არსებული საპასპორტო სისტემა შეიცვალა. საზოგადოებამ 15 წელი ამ დოკუმენტის გარეშე იცხოვრა. მოულოდნელად, 1932 წელს, სსრკ-ში შემოიღეს ახალი საპასპორტო სისტემა.
მომხსენებლის შესახებ:
ალბერტ ბაიბურინი არის პეტერბურგის ევროპული უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის ფაკულტეტის პროფესორი. 1972 წელს მან დაამთავრა ტარტუს უნივერსიტეტი ფილოლოგის სპეციალობით. ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს დაიწყო მუშაობა თემაზე „აღმოსავლეთ სლავთა ფოლკლორი და ეთნოგრაფია“. 1975 წელს დაასრულა ასპირანტურა და მუშაობა დაიწყო ეთნოგრაფიის ინსტიტუტში. 1975 წელს დაიცვა საკანდიდატო, ხოლო 1995 წელს – სადოქტორო დისერტაცია. 2000-იანი წლებიდან მისი კვლევის ობიექტია საბჭოთა ყოველდღიურობა. იგი არის 350 მეტი პუბლიკაციის ავტორი ეთნოგრაფიაში, ფოლკლორსა და სემიოტიკაში.
ლექცია იმართება „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ პროექტ „ღია სივრცე საქართველოს საბჭოთა ისტორიის გააზრებისთვის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება dvv international-ის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის პარტნიორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ლექციის ენა: რუსული
დრო: 7 ოქტომბერი, 16:00 საათი
ადგილმდებარეობა: G 106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. №1), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]