
11 ნოემბერს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B 202 აუდიტორიაში გაიმართება პოეზიის საღამო – ზამთრის აბსურდი. პოეტები გურამ შეროზია და გვანც ელიენი კლასიკური მუსიკის ფონზე წაიკითხავენ საკუთარ ლექსებს. გარდა ამისა, შედგება ახალი პროექტის პრეზენტაცია. პროექტი – კინო-პოეზია, რომლის მიზანია, თანამედროვე პოეზიის პოპულარიზაცია, ითვალისწინებს მუსიკითა და ლექსების აუდიოჩანაწერებით გაფორმებული მოკლემეტრაჟიანი (ორ-სამწუთიანი) ფილმების მომზადებას. 11 ნოემბერს მოეწყობა პირველი ფილმის ჩვენება და სამომავლო პერსპექტივებზე დისკუსია.
დასწრება თავისუფალია.
ღონისძიების დრო: 11 ნოემბერი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: B 202 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
[wpai_display_imported_files_here]