
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლასთან არსებული Google დეველოპერების სტუდენტური კლუბი აცხადებს მოსწავლეების მიღებას სრულად დაფინანსებულ პითონის პროგრამულ კურსზე.
დღეს პითონი ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი პროგრამული ენაა, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია გადავამუშაოთ მონაცემები და შევქმნათ სხვდასხვა აპლიკაცია.
Კურსის მიზანია მოსწავლეებმა პითონზე ისწავლონ პროგრამირების საწყისები.
ვისთვის არის განკუთვნილი კურსი?
კურსი განკუთვნილია 15-დან 18 წლამდე სკოლის მოსწავლეებისთვის მთელი საქართველოდან, რომლებსაც სურთ შეისწავლონ პროგრამირების საფუძვლები და 2021 წლის 29 იანვრის ჩათვლით გამოგვიგზავნიან შევსებულ ელექტრონულ სააპლიკაციო ფორმას.
როგორ დავრეგისტრირდე კურსზე?
მონაწილეები შეირჩევიან აპლიკაციის განხილვის საფუძველზე.
ფორმატი
კურსი ჩატარდება დისტანციურად, პლატფორმა ზუმის გამოყენებით.
კურსი მოიცავს 12 გაკვეთილს.
სამუშაო ენა: ინგლისური
როდის დაიწყება კურსი?
კურსის პირველი შეხვედრა გაიმართება 6 თებერვალს, 14:00 საათზე. შეხვედრის ბმულს გავუგზავნით შერჩეულ მონაწილეებს.
დრო: 6 თებერვალი, 14:00 საათი
ფორმატი: დისტანციური, პლატფორმა ზუმი
სამუშაო ენა: ინგლისური
[wpai_display_imported_files_here]