
პროფესორ რიხარდ ფრიდლი (ფრიბურგის უნივერსიტეტი, შვეიცარია) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ატარებს ლექცია-სემინარებს რელიგიური ფუნდამენტალიზმისა და კონფლიქტების გადაჭრის შესახებ. პროფესორი ფრიდლი არის ევროპაში ცნობილი რელიგიათმცოდნე და კონფლიქტოლოგი.
სამშაბათი, 16 ოქტომბერი, 18:00 საათი – ფუნდამენტალიზმის კოგნიტიური სტრუქტურები – ი. ჭავჭავაძის გამზირი 32, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, A კორპუსი, 101-ე აუდიტორია.
ოთხშაბათი, 17 ოქტომბერი, 18:00 საათი – ისტორიული ვარიაციები: ქრისტიანული, ისლამური, სეკულარული, ი. ჭავჭავაძის გამზირი 32, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, A კორპუსი, 101-ე აუდიტორია.
ხუთშაბათი, 18 ოქტომბერი, 18:00 საათი – “დემოკრატიული მშვიდობა. ‘ლიბერალური მშვიდობის’ პარადიგმის მიღმა – პროფ. რიხარდ ფრიდლის დისკუსია საქართველოში შვეიცარიის ელჩთან გიუთტერ ბეხლერთან – ი. ჭავჭავაძის გამზირი 32, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, A კორპუსი, 101-ე აუდიტორია.
[wpai_display_imported_files_here]