Loading Events

« All Events

  • This event has passed.

ფულბრაიტის სასტიპენდიო პროგრამის პრეზენტაცია ილიაუნის სტუდენტებისთვის

მაისი 22, 2017 / 13:00

22 მაისს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის საბაკალავრო საფეხურის მეოთხე კურსის სტუდენტებისა და მაგისტრებისთვის აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლები გამართავენ ფულბრაიტის სასტიპენდიო პროგრამის პრეზენტაციას.

სასტიპენდიო პროგრამა ითვალისწინებს აშშ-ის უნივერსიტეტების სამაგისტრო პროგრამზე სწავლის სრულ დაფინანსებას ყველა დისციპლინაში, მათ შორის ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში.

ფულბრაიტის სტიპენდია წარმოადგენს ა.შ.შ-ის მთავრობის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სტიპენდიას. ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამის კანდიდატთა შერჩევას აწარმოებს საქართველოში აშშ-ის საელჩო, სსიპ – განათლების საერთაშორისო ცენტრი და საქართველოს ბანკი.

ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამის მთავარი დამფინანსებელია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანათლებლო და კულტურის საკითხთა ბიურო. პროგრამის თანადამფინანსებლები არიან საქართველოს მთავრობა და საქართველოს ბანკი. პროგრამა ხორციელდება უილიამ ფულბრაიტის უცხოური სასტიპენდიო საბჭოს რეგულაციებით. ა.შ.შ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანათლებლო და კულტურის საკითხთა ბიუროსთან გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე განათლების საერთაშორისო ინსტიტუტი (Institute of International Education, New York, U.S.A.) თანამშრომლობს ა.შ.შ.-ის უნივერსიტეტების ფართო სპექტრთან, რათა უზრუნველყოს ფულბრაიტის შერჩეული კანდიდატებისთვის ყველაზე შესაფერისი აკამედიური პროგრამის მოძებნა.

დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, შეავსეთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა.

დრო: 22 მაისი, ორშაბათი, 13:00 საათი

ადგილი:  წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებაზე დასწრებისთვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია: სარეგისტრაციო ფორმა.

დამატებითი ინფორმაციისთვის: http://iec.gov.ge/News/9944

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
მაისი 22, 2017
Time:
13:00
Event Category:
Event Tags: