
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების ორგანიზებით 4-5 ნოემბერს გაიმართება კომუნიკაციის სფეროში საქართველოში პირველი საერთაშორისო ფორუმი „თბილისის პიარის დღეები“.
4-5 ნოემბერს საზოგადოებასთან ურთიერთობის მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტები პანდემიის პერიოდში პიარისა და მარკეტინგის სფეროს გამოწვევებისა და გადაჭრის გზებზე ისაუბრებენ.
განრიგი
4 ნოემბერი
მოდერატორი: ნატალია ავლოხაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი
19:05-19:15 მისალმება
19:15-19:35 თემა: PR ციფრულ ეპოქაში
პროფესორი ლიუპკა ნაუმოვსკა, რენეს ბიზნესსკოლა (საფრანგეთი)
19:35-19:55 თემა: PR-ის სპეციფიკა ხელოვნების ინდუსტრიაში
პროფესორი მარტინ ა.მ. გენზინგერი, ალ აქავიან უნივერსიტეტი (მოროკო)
19:55-20:15 თემა: მედიის როლი PR-ში
პროფესორი სლობოდან პენეზიჩი, ნიკოლას ტესლას უნივერსიტეტი (სერბეთი)
20:15-20:35 თემა: PR საერთაშორისო ურთიერთობებში
პროფესორი ნიკოლა სტრიძოლო, ტერამოს უნივერსიტეტი (იტალია)
20:35-20:45 კითხვა/პასუხი
20:45-20:50 ფორუმის შეჯამება
5 ნოემბერი
თემა: როგორ შეიცვალა პიარის მიმართულება COVID-19-ის პანდემიის დროს? რა გამოწვევები შეხვდათ კომპანიებს და როგორ გაუმკლავდნენ
16:00-16:05 ფორუმის გახსნა
მომხსენებლები: თინათინ იმერლიშვილი, ნათია შაფათავა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები
16:05-16:10 მისალმება
პროფესორი თორნიკე გურული, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი
16:10-16:25 მოხსენება
სალომე ზურაბიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი; გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელი დირექტორი
16:25-16:40 მოხსენება
თეონა ბაღდავაძე, PR სააგენტოს Key Communications-ის დამფუძნებელი
16:40-16:55 მოხსენება
გიგა ფაიქიძე, აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია „ლოიალტეს“ დამფუძნებელი; მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაციის (SMEDA) დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი
16:55-17:10 მოხსენება
გურანდა არჩუაძე, ჰიპერმარკეტების ქსელ „გუდვილის“ პიარისა და მარკეტინგის მენეჯერი
17:10-17:25 მოხსენება
ნუცა სუბელიანი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი; საკონსულტაციო კომპანია „ჯეპრას“ უფროსი პიარ კონსულტანტი
17:40-17:55 მოხსენება
სოფო ბალავაძე, ვეონ საქართველოს კომუნიკაციების სპეციალისტი
17:55-18:10 თემის შეჯამება
გიორგი კალატოზიშვილი, ილიას უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი
18:10-18:20 კითხვა/პასუხი
18:20-18:25 ფორუმის დახურვა და გეგმების შეჯამება
თინათინ იმერლიშვილი, ნათია შაფათავა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები
ფორუმთან დაკავშირებული ინფორმაცია
ფორუმის პირველი დღე
დრო: 4 ნოემბერი, 19:00-21:00
ფორმატი: დისტანციური
სამუშაო ენა: ინგლისური
ZOOM: https://bit.ly/3TgZLPX
ფორუმის მეორე დღე
დრო: 5 ნოემბერი, 16:00-19:00
ადგილმდებარეობა: T102, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კორპუსი
სამუშაო ენა: ქართული
2022 წელი
[wpai_display_imported_files_here]