
29- 30 მარტს, 19.00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის D406 აუდიტორიაში Erasmus+ პროგრამის ფარგლებში გაიმართება იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტის სლავისტიკისა და კავკასიის კვლევის დეპარტამენტის მკვლევრის, ფოლკლორისტის, დოქტორ ელგუჯა დადუნაშვილის საჯარო ლექციები ეთნოლოგიური და ეთნომუსიკოლოგიური პრაქტიკული კვლევების შესახებ.
დრო: 29 მარტი, 19:00 საათი
თემა: „საველე კვლევის მეთოდიკა და ტექნიკა“
დრო: 30 მარტი, 19:00 საათი
თემა: „ემპირიული მასალის არქივირება და ხელმისაწვდომობა“
ადგილმდებარეობა: D406 აუდიტორია (ი.ჭავჭავაძის N32) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]