
15, 16 და 17 დეკემბერს, 20:00 საათზე, ილიაუნის თეატრი მიმდინარე სეზონის მეორე პრემიერას ითამაშებს.
„სიმართლე“ თანამედროვე ფრანგი დრამატურგის ფლორიან ზელერის პიესაა, რომელიც სპეციალურად ილიაუნის თეატრისათვის შორენა ციცაგმა თარგმნა. არაერთი თეატრალური პრემიისა და ჯილდოს მფლობელი ახალგაზრდა ფრანგი დრამატურგის ნაწარმოები საქართველოში პირველად ითარგმნა და დაიდგა.
სპექტაკლზე რეჟისორმა ნინო ბურდულმა იმუშავა მსახიობებთან – ანა მატუაშვილთან, ანა ნიკოლაშვილთან, ჯანო იზორიასთან, ბაჩო ჩაჩიბაიასა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალური ხელოვნების პროგრამის სტუდენტებთან ერთად. სპექტაკლის მხატვრები გოგი ალექსი მესხიშვილის დიზაინის სკოლის კურსდამთავრებულები შოთიკო ბაგალიშვილი და ნუცა ჭყონია არიან.
სპექტაკლი დაიდგა ქალაქ თბილისის მერიის ფინანსური ხელშეწყობით.
დრო: 15, 16, 17 დეკემბერი, 20:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიაუნის თეატრი (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
[wpai_display_imported_files_here]