
30 ნოემბერს, ორშაბათს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში “ლიგამუსი” გაიმართება პაკო (ამირან) სვიმონიშვილის უკრაინულად თარგმნილი ლექსების კრებულის – “ირმის ნახტომის” პრეზენტაცია. ლექსები თარგმნა უკრაინელმა პოეტმა, ნატალია ტროხიმმა.
პაკო სვიმონიშვილის ლექსებს ქართულად წაიკითხავენ პოეტები: გაგა ნახუცრიშვილი, დავით რობაქიძე, ცირა ბარბაქაძე, ნიკა ჯორჯანელი, გიორგი ლობჟანიძე, შოთა იათაშვილი და სხვები. პრეზენტაციაზე სკაიპით ჩაერთვება პოეტი და მთარგმნელი ნატალია ტროხიმი.
დრო: 30 ნოემბერი, 15:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი “ლიგამუსი” (ჭავჭავაძის გამზ. №32)
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]