Loading Events

« All Events

  • This event has passed.

პაატა ბუხრაშვილის საჯარო ლექცია:„თურქეთელი ქართველი გერმანიიდან – ილია ხიმშიაშვილი-აბდურრაჰმან ჩეთინქაია“

დეკემბერი 22, 2017 / 18:00

22 დეკემბერს, პარასკევს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში გაიმართება პროფესორ პაატა ბუხრაშვილის საჯარო ლექცია თემაზე:„თურქეთელი ქართველი გერმანიიდან – ილია ხიმშიაშვილი-აბდურრაჰმან ჩეთინქაია“.

ლექსიის შემდეგ მოეწყობა საქართველოსთან მეგობრობის ასოციაციის მიერ შექმნილი დოკუმენტური ფილმების სერიის „ოსმალეთის ქართველები“ წარდგენა.

ცნობილი თურქეთელი ქართველი ილია ხიმშიაშვილი, ბევრი სასიკეთო საქმის თაოსანი, იყო ახმედ მელაშვილის ერთ-ერთი თანამებრძოლთაგანი, რომელიც ყველაფერს აკეთებდა თურქეთში მცხოვრებ ქართველთა შორის ეროვნული თვითშეგნების ასამაღლებლად. მისი უშუალო მეცადინეობით ბადენ-ვიურტენბერგის მხარის ქ. ეპელჰაიმში (სადაც იგი ცხოვრობდა) მთავარ მოედანს საქართველოს სახელი ეწოდა; ილია ხიმშიაშვილის ფინანსური მხარდაჭერით დაიშტამპა გერმანიაში დამოუკიდებლობა ახლად აღდგენილი საქართველოსთვის პირველი სამანქანე ნომრები სამფეროვანი დროშით; მისი ძალისხმევით დაინიშნა პირდაპირი რეისები თბილისი-ფრანკფურტის მიმართულებით (რომელიც, სამწუხაროდ, აღარ მოქმედებს); იგი გახლდათ ერთ-ერთი იმ თურქეთელ ბიზნესმენთა შორის, ვისი უშუალო მეცადინეობითაც 90-იან წლებში საქართველოში ჰუმანიტარული დახმარების ხაზით ხორბალი შემოდიოდა.

დრო: 22 დეკემბერი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზირი N3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
დეკემბერი 22, 2017
Time:
18:00
Event Category:
Event Tags: