
ოთარ ქაჯაიას 90 წლის იუბილე
29 მაისს, ხუთშაბათს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საპატიო პროფესორის, ოთარ ქაჯაიას, 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.
ოთარ ქაჯაიას შესახებ
ოთარ ქაჯაია დაიბადა 1923 წლის 29 ივლისს, მარტვილის რაიონის სოფ. ბანძაში.
სწავლობდა თსუ-ში, იყო გიორგი ახვლედიანის, არნოლდ ჩიქობავას, ვარლამ თოფურიას მოწაფე და აკაკი შანიძის ასპირანტი. 1971 წლიდან მუშაობდა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიურ უნივერსიტეტში.
2006 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორია.
კვლევის ძირითადი სფერო: არასამწერლობო ქართველური ენების, მეგრულის დოკუმენტირება/კვლევა, ორენოვანი ლექსიკონების შედგენა.
2001 წელს Reichert-Verlag Wiesbaden-მა, სერიით – Kaukasienstudien, გამოსცა ოთარ ქაჯაიასა და ჰაინც ფენრიხის ერთობლივი ლექსიკონი – Mingrelisch-Georgisches Wörterbuch.
2002-2009 წლებში ოთარ ქაჯაიამ გამოსცა მეგრულ-ქართული ლექსიკონის ოთხტომეული, 2013 წელს კი – ცნობილ ქართველოლოგთან, გიორგი კლიმოვთან, ერთად – მეგრულ-რუსულ ქართული ლექსიკონი.
დრო: 29 მაისი, 17:00 საათი
ადგილმდებარეობა: A 101 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
[wpai_display_imported_files_here]