
1 ივნისს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101-ე აუდიტორიაში გაიმართება ორგანიზაცია LIBRA-ს პრეზენტაცია ბრიტანეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში სწავლის შესაძლებლობებთან დაკავშირებით.
პრეზენტაცია შეეხება სტუდენტებისათვის საინტერესო საკითხებს, როგორებიცაა:
• საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობები: ქვეყნები და პროგრამები;
• სამაგისტრო და საბაკალავრო პროგრამები ბრიტანეთსა და სხვა ქვეყნებში;
• აბერისტვიტისა და საუსჰემფტონის უნივერსიტეტების პრეზენტაცია;
• საზაფხულო პროგრამები;
• სტიპენდიები და სხვა.
[wpai_display_imported_files_here]