
7 და 8 მაისს ერასმუსს+-ის , დიდროს უნივერსიტეტის (საფრანგეთი) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით ილიაუნიში ოლივიე დუვილის საჯარო ლექციები გაიმართება თემაზე ნარცისიზმი.
ოლივიე დუვილი არის ფსიქოანალიტიკოსი, ანთროპოლოგი, Paris 10-Nanterre-ისა და Paris 7 Denis-Diderot-ს უნივერსიტეტების პროფესორი, ფსიქიატრიის განვითარების ასოციაციის საპატიო წევრი, ევროპის ფსიქოანალიტიკური ფონდაციის სამეცნიერო კომიტეტის წევრი, საფრანგეთის ანთროპოლოგთა ასოციაციის საპატიო წევრი, 300-ზე მეტი სტატიისა და რამდენიმე წიგნის ავტორი.
დრო: 7 მაისი, 18:00 საათი
ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5)
დრო: 8 მაისი, 20:00 საათი
ადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზირი N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამუშაო ენა: ფრანგული (უზრუნველყოფილი იქნება ქართული თარგმანი)
ლექციებზე დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]