
9 დეკემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (“A” კორპუსი, 101-ე აუდიტორია; მის.: ი. ჭავჭავაძის 32) UCLA-ს პროფესორი კარლოს ალბერტო ტორესი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: ”ნეოლიბერალური გლობალიზაცია და განათლება”.
კარლოს ტორესი კალიფორნიის უნივერსიტეტის წამყვანი პროფესორია განათლების სოციოლოგიისა და პოლიტიკის დარგში. მისი ვიზიტი ილიას უნივერსიტეტში მიმდინარეობს USAID-ის დაფინანსებით, განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში.
ლექცია ჩატარდება ინგლისურ ენაზე.
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]