
27 და 28 აპრილს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ჩატარდება ნატალია ზაზაშვილის სახელობის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია „ტრავმა და საზოგადოება“.
კონფერენციის წლევანდელი თემაა ინტერპერსონალური ტრავმატიზაცია და ადამიანის უფლებები.
კონფერენციის ორგანიზატორები არიან:
- ილიაუნის ფსიქიკური ჯანმრთელობის რესურსცენტრი
- საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოება
- საქართველოს წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT)
- ფონდი „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი“,
- კავშირი „საფარი“
- ილიაუნის ადიქტოლოგიის ინსტიტუტი
კონფერენციის ძირითადი თემებია:
- ტრავმა და ადამიანის უფლებები
- საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფები და მათი ტრავმატიზაცია
- ადამიანის ხელით შექმნილი კატასტროფები და მათი ზეგავლენა ინდივიდუალურ, ოჯახისა და საზოგადოების დონეზე
- ტრავმა და მედია
- მტკიცებულებაზე დაფუძნებული ჩარევები
- მეორადი ტრავმატიზაცია და პროფესიული გადაწვა
კონფერენციის პლენარული მოხსენებებია:
- 27 აპრილი, 13:15 – „ფსიქოტრავმატოლოგია ადამიანის უფლებების ჭრილში“ – ლელა ცისკარიშვილი, საქართველოს წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი
- 28 აპრილი, 10:30 – „მადლიერება და ფსიქიკური ჯანმრთელობა“ – ჯანა ჯავახიშვილი, ილიაუნის ადიქტოლოგიის ინსტიტუტი
კონფერენციის ფარგლებში ჩატარდება ორი ვორკშოპი:
- 28 აპრილი, 14:30-16:30 – „ფსიქოტრავმატოლოგიური: თანამედროვე პარადიგმა და მტკიცებულებითი მიდგომები“- ჯანა ჯავახიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; ლელა ცისკარიშვილი, საქართველოს წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი
- 28 აპრილი, 14:30-17:30 – „თანავარსკვლავედის მეთოდი ფსიქოთერაპიაში: ინტერვენციის მეთოდი ფსიქოთერაპიასა და სუპერვიზიაში“ – სოფო ტაბაღუა, საქართველოს წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი
კონფერენციის ფარგლებში ჩატარდება სამი პანელი:
- 27 აპრილი, 16:50-17:50 – ილიაუნის ფსიქიკური ჯანმრთელობის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულთა კვლევები, რუსუდან ბარათაშვილის, თეკლა ლათიბაშვილისაა თამუნა მჭედლიშვილის მონაწილეობით
- 28 აპრილი, 11:30-12:45 – ტრავმა და მედია – ჟურნალისტების, ნატა ძველიშვილის, ნინო ლომაძისა და თიკო ნაჭყებიას, მონაწილეობით. მოდერატორი: სოფო ტაბაღუა
- 28 აპრილი, 13:00-14:15 – „2008 წლის ომის კვალი ქართულ საზოგადოებაზე: ფსიქიკური ჯანმრთელობის, სამართლებრივი და მედიაასპექტები“. მონაწილეობენ: ლელა ცისკარიშვილი, თამარ აბაზაძე – ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; ანა ქეშელაშვილი – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი; თამარ კინწურაშვილი, მედიის განვითარების ფონდი. მოდერატორი: ჯანა ჯავახიშვილი.
მსურველებს ვიწვევთ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად.
კონფერენციის სრული პროგრამა იხილეთ თანდართულ დოკუმენტად.
კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული
დრო: 27 აპრილი, 13:00-18:00 საათი; 28 აპრილი, 10:30-16:30/17:30 საათი
ადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. #1), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
[wpai_display_imported_files_here]