
26 დეკემბერს, 15:00-დან 17:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის ადიქციის კვლევების ინსტიტუტი გამართავს 2019 წელს სხვადასხვა კვლევითი პროექტის ფარგლებში შესრულებულ ნაშრომთა პრეზენტაციას.
პრეზენტაციაზე წარადგენენ საქართველოს ნარკოვითარების უახლეს ანალიტიკურ ანგარიშს რომლის ავტორები არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადიქციის კვლევების ინსტიტუტის, დამოკიდებულების კვლევითი ცენტრის „ალტერნატივა ჯორჯია“, ფონდის „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი“, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის თანამშრომლები და ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულები.
პრეზენტაციაზე ასევე წარმოდგენილი იქნება შემდეგი კვლევები:
შეხვედრას გაუძღვება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადიქციის კვლევების ინსტიტუტის შემადგენლობა, პროფესორები: ირმა კირთაძე, დავით ოთიაშვილი და ჯანა ჯავახიშვილი.
დრო: 26 დეკემბერი, 15:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]