
26 მარტს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი სტუმრად იწვევს თამარ კვიჟინაძეს, რომელმაც სხვადასხვა დროს თარგმნა: ერლენდ ლუს “ნაივური. სუპერი”, ოსნე საიეშტადის”ქაბულელი წიგნებით მოვაჭრე” და “გროზნოს ანგელოზი”, კნუტ ჰამსუნის “მისტერიები”, ჰენინგ კრამერ დალის “ხე, რომელსაც მშვიდად დგომა არ შეეძლო”, ასევე – ლიტერატურულ პერიოდიკაში გამოქვეყნებული ცალკეული მოთხრობები და ნოველები.
”მისტერიები“ ილიაუნის ლიტერატურული პრემიის ერთ-ერთი ფინალისტი რომანია, რომელიც თამარ კვიჟინაძემ 2011 წელს თარგმნა. რომანი ”ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ” გამოსცა. მომხსენებელი კნუტ ჰამსუნის შემოქმედებაზე, ”მისტერიებზე“ და რომანის თარგმნის პროცესზე ისაუბრებს.
დრო: 26 მარტი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი ”ლიგამუსი“
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]