Loading Events

« All Events

  • This event has passed.

მეორე ეროვნული ფესტივალი „მეცნიერება მთავარ როლში“

ივნისი 19, 2021 / 11:00

19 ივნისს, 11:00-დან 18:00 საათამდე, თბილისში გაიმართება მეორე ეროვნული ფესტივალი „მეცნიერება მთავარ როლში“ ონლაინ, პლატფორმა ზუმის საშუალებით. ფესტივალში მონაწილეობენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის როგორც კერძო, ასევე საჯარო სკოლების მასწავლებლები, რომლებიც წარმოადგენენ მოსწავლეებთან ერთად განხორციელებულ პროექტებს. ფესტივალის დევიზია „მასწავლებლები მასწავლებლებისთვის“.

კომპეტენტური ჟიურის მიერ შერჩეული ოთხი საუკეთესო პროექტი საქართველოს სახელით 2022 წლის მარტში წარდგება საერთაშორისო ფესტივალზე პრაღაში.

პროექტის შესახებ:

Science on Stage – „მეცნიერება მთავარ როლში“ საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებელთა ქსელია, რომელშიც 30 ქვეყანაზე მეტია გაერთიანებული. საქართველო ამ ქსელის წევრია 2016 წლიდან.

საქართველოში Science on Stage -ის ოფიციალური წარმომადგენელია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი SALiS-ი.

დრო: 19 ივნისი, 11:00-18:00 საათი

ადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფეისბუქგვერდი Science on Stage Georgiaსაბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი SALiS 

პროგრამა:

2021 წელი

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
ივნისი 19, 2021
Time:
11:00
Event Category:
Event Tags: