
14 დეკემბერს, 15.30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში გაიმართება შეხვედრა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელთან, ბაღდადის მე-2 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელ მანანა კაპეტივაძესთან.
სტუმარი ჩაატარებს მასტერკლასს თემაზე: „საკომუნიკაციო მიდგომების გამოყენება უცხო ენის სწავლებისას – პრაქტიკული გამოცდილება”.
დრო: 14 დეკემბერი, 15.30 საათი
ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. № 3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]