
29 ივლისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საგანმანათლებლო ორგანიზაცია კინგსის ერთობლივი პროექტის „არჩევანი შენია“ ფარგლებში გაიმართება Live-საინფორმაციო შეხვედრა დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების მიმართულებით (გეოგრაფია, გეოლოგია, გეოფიზიკა) განათლების მიღებით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის.
დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების პროფესიის მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული შესაძლებლობების შესახებ მოსწავლეებს ინფორმაციას გააცნობენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის პროფესორები და წარმომადგენლები:
შეხვედრაზე გაეცნობით ინფორმაციას პროგრამის სტრუქტურაზე, სწავლების ფორმატსა და მეთოდებზე, მიღების პროცედურებზე, გაცვლით პროგრამებსა და დასაქმების შესაძლებლობებზე. ასევე გექნებათ შესაძლებლობა, კომენტარებში დასვათ თქვენთვის საინტერესო შეკითხვები და მიიღოთ ამომწურავი პასუხები საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის პროფესორებისა და ადმინისტრაციული პერსონალისგან.
გელოდებით მათემატიკით დაინტერესებულ მოსწავლეებს მთელი საქართველოდან 29 ივლისს, 19:00 საათზე.
შეხვედრა გაიმართება პლატფორმა ზუმის მეშვეობით.
შეხვედრის ბმული: https://bit.ly/3xlYZpT
დრო: 29 ივლისი, 19:00 საათი
პროექტის შესახებ
პროექტი „არჩევანი შენია“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საგანმანათლებლო ორგანიზაცია კინგსის თანამშრომლობით 2015 წლიდან ხორციელდება და მისი მიზანია საშუალო საგანმანათლებლო დაწესებულებების დამამთავრებელი კლასების (X-XII კლასები) მოსწავლეთა პროფორიენტაცია, რათა მათ საკუთარ ინტერესებსა და მისწრაფებებზე დაფუძნებული ინფორმირებული და დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება შეძლონ.
ინტერაქტიულ შეხვედრებზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები, მკვლევრები, სტუდენტები, კურსდამთავრებულები, პოტენციური დამსაქმებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები მოსწავლეებს უპასუხებენ მათთვის საინტერესო შეკითხვებზე და ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდიან შემდეგ საკითხებზე:
2021 წელი
[wpai_display_imported_files_here]