
13 აგვისტოს, 20:00 საათზე, პროგრამული ინჟინერიის მიმართულებით განათლების მიღებით დაინტერესებული სტუდენტებისთვის გაიმართება Live-საინფორმაციო შეხვედრა განახლებულ სამაგისტრო პროგრამაზე ,,პროგრამული ინჟინერია”. პროგრამული ინჟინერიის პროფესიის მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული შესაძლებლობების შესახებ სტუდენტებს ინფორმაციას გააცნობენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლის პროფესორები და პროგრამაში ჩართული პროფესიონალები, კერძოდ:
შეხვედრაზე გაეცნობით ინფორმაციას სამაგისტრო პროგრამის სტრუქტურაზე, სწავლების ფორმატსა და მეთოდებზე, მიღების პროცედურებსა და დასაქმების შესაძლებლობებზე. ასევე გექნებათ შესაძლებლობა კომენტარებში დასვათ თქვენთვის საინტერესო შეკითხვები და მიიღოთ ამომწურავი პასუხები ტექნოლოგიის სკოლის პროფესორებისა და ადმინისტრაციული პერსონალისგან.
გელოდებით 13 აგვისტოს, 20:00 საათზე.
შეხვედრა გაიმართება პლატფორმა Zoom-ის მეშვეობით.
შეხვედრის ბმული: https://bit.ly/3fTaNKg
2021 წელი
[wpai_display_imported_files_here]