
პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია ჯეპრა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 23 აპრილიდან წარმოგიდგენთ Live-პროექტს „რესტარტი“.
პროექტის ფარგლებში სტუდენტებს შემოგთავაზებთ ბიზნესწრეების აღიარებული ლიდერების ინტერვიუებს სპეციალიზებული პლატფორმისა და ფეისბუქის მეშვეობით.
პროექტის მიზანია ბიზნესისა და ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ სტუდენტებისთვის ინფორმაციის მიწოდება; პანდემიის გამკლავების რაციონალური და ემოციური მექანიზმების აღწერის მეშვეობით წარმატებული ქეისებისა და მოქმედებათა განხილვა, სტუდენტების გამხნევება.
სტუმრები კრეატიული ინდუსტრიიდან
23 აპრილი: ლევან კეცხოველი, რედბერის პარტნიორი და აღამსრულებელი დირექტორი;
30 აპრილი: ერეკლე ზურმუხტაშვილი, „ლივინგსტონის“ საოპერაციო დირექტორი;
7 მაისი: სანდრო გაბისონია, სოციოლოგი, მარკეტერი და ლუკა ეჯიბია, პროექტების მენეჯერი – ACAG;
14 მაისი: ლევან ასათიანი, სააჩი & სააჩი და თათუკა ჯავახიშვილი – ELLIOT
21 მაისი: სტარტაპ გარემოსთან დაკავშირებული სტუმრები – მარიამ ლაშხი და ავთანდილ მღებრიშვილი
28 მაისი: სანდრო ასათიანი, ილიაუნის კიბერლაბოატორია უნილაბის დირექტორი და ზურაბ ჯიშკარიანი, ანიმას დამფუძნებელი
4 ივნისი: ზაალ გაჩეჩილაძე – Pulsar AI-ის თანადამფუძნებელი
11 ივნისი: ვამეხ ხერხეულიძე და დავით მიზანდარი
25 ივნისი: რატი ღოლიჯაშვილი – ბიოქიმფარმი და ნიკა აბაშიძე – CARU • ქარუ
გექნებათ შესაძლებლობა ლაივრეჟიმში დაგვისვათ შეკითხვები.
[wpai_display_imported_files_here]