Loading Events

« All Events

  • This event has passed.

ლევან ბუთხუზის საჯარო ლექცია: „ჩემი ტვინი“

ოქტომბერი 27, 2017 / 19:00

27 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B 201 აუდიტორიაში ლიბცენტრის ეგიდით გაიმართება ბიოლოგ ლევან ბუთხუზის საჯარო ლექცია: „ჩემი ტვინი“.

მოხსენების საკითხები: თანამედროვე მეცნიერების გამოწვევები – რა ვიცით, როგორ არის მოწყობილი და რა შესაძლებლობები აქვს ადამიანის ტვინს? რატომ განსხვავდება და რა ეტაპზე განასხვავა ევოლუციამ იგი დედამიწაზე არსებული ყველა სხვა ტვინისგან? რამდენად მართებულია გამოთქმა „ჩემი ტვინი?“. იქნებ ნეირობიოლოგიის ზოგი თანამედროვე შეხედულება უფრო მართებულია და უნდა ვთქვათ „მე და ის?“ ხომ არ წარმოშობს ეს ეთიკურ პრობლემებს და ხომ არ ჩნდება საფუძვლიანი კითხვა – არსებობს კი თავისუფალი ნება?

დრო: 27 ოქტომბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: B201 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
ოქტომბერი 27, 2017
Time:
19:00
Event Category:
Event Tags: