
29 ივნისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი”, პროექტის – “ილიაუნის მწერალი” საჯარო ლექციების სერიის “როგორ ვისწავლოთ წერა სხვების შექმნილი დიდი პოემებისა და დრამების დახმარებით” – ფარგლებში, ჩატარდება ლევან ბერძენიშვილის ბოლო, შემაჯამებელი საჯარო ლექცია.
ლექციის თემაა: „კიდევ ერთხელ სიყვარულზე“
შემაჯამებელ ლექციაში ლევან ბერძენიშვილი მიმოიხილავს ყველა იმ დრამასა და პოემას, რომელთა შესახებაც მთელი წლის განმავლობაში ისაუბრა.
დრო: 29 ივნისი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი ”ლიგამუსი”
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]