
8 ივნისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი”, პროექტის – “ილიაუნის მწერალი” საჯარო ლექციების სერიის “როგორ ვისწავლოთ წერა სხვების შექმნილი დიდი პოემებისა და დრამების დახმარებით” – ფარგლებში, ჩატარდება ლევან ბერძენიშვილის მორიგი საჯარო ლექცია.
ლექციის თემაა: ერთი პოეტის ორი სახელი: გალაკტიონი და ბარათაშვილი
ლევან ბერძენიშვილი განიხილავს შემდეგ თემებს: ქართული პოეზიის ოთხი ასისთავი; ობოლი სული და ღამე; მთაწმინდა, ორი მიახლოება; მთაწმინდის მეზობლები; რომანტიკოსთა სკოლის პირველი კლასის მოსწავლე; რად ჰყვედრი კაცსა; „ბედი ქართლისა“; „…და გადარჩა ის, როგორც ერი“; მზიდან ჩამოსული გენიოსები.
დრო: 8 ივნისი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი ”ლიგამუსი”
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]