Loading Events

« All Events

  • This event has passed.

ლექცია პლატონის ეროსის თეორიის გათავისების შესახებ

სექტემბერი 18, 2013 / 15:57

პლატონის ეროტიკა: მისი გვიან ანტიკური იუდეურ-ქრისტიანული და წარმართული გათავისებები

23 სექტემბერს, 18:00 საათზე, 101-ე აუდიტორიაში (ი. ჭავჭავაძის გამზ. 32) გაიმართება გაბორ ბუჯასის ლექცია.
ლექცია შეეხება პლატონის ეროსის თეორიის გათავისებას, ერთი მხრივ, ძვ. აღთქმის ფსევდოეპიგრაფიკულ მოთხრობაში ,,იოსები და ასინეთი” და მეორე მხრივ, იულიანე განდგომილის ჰიმნში ღმერთების დედის მიმართ. ყურადღების ცენტრში იქნება ეროსისა და ალეგორიის ურთიერთობა ორ სხვადასხვა, იუდეურ-ქრისტიანულ და წარმართულ,  კონტექსტში.

გაბორ ბუჯასმა დოქტორის ხარისხით დაამთავრა ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტი. ამჟამად არის ბუდაპეშტის ეტვოშ ლორანდის უნივერსიტეტის ფაკულტეტის წევრი (ასირიოლოგიისა და ებრაულის კათედრა) და ლექტორი ბუდაპეშტის ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში. მისი კვლევის მიმართულებებია: კლასიკური ფილოლოგია, ბიბლიური მეცნიერებები, გვიანი ანტიკური პერიოდი, პატრისტიკა,  ნეოპლატონიზმი და ა.შ. ამ სფეროებში მას აქვს მნიშვნელოვანი პუბლიკაციები და  მოხსენებები მრავალ საერთაშორისო კონფერენციაზე.

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
სექტემბერი 18, 2013
Time:
15:57
Event Category:
Event Tags: