
26 იანვარს, შაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ილიაუნის მუსიკის ცენტრის სტუდენტები შეხვდებიან გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უნივერსიტეტის გოგონათა სახელოსნოს პირველი კურსის სტუდენტებს.
სტუმრები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტ ნინო ნანეიშვილის ხელმძღვანელობით წარმოადგენენ თეატრალიზებულ-შემეცნებით კომპოზიციას „შობა გათენებულა“. შესრულდება საქართველოს სხვადასხვა კუთხის საშობაო სიმღერები და საგალობლები.
დრო: 26 იანვარი,19:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. № 3/5)
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]