
30 მარტს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში, ილიაუნის ბიზნესის სკოლის ინიციატივით, სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების წარმომადგენლები ჩაატარებენ ტრენინგს თემაზე : „ნეთვორქინგი და სამსახურის მოძიების გზები“.
ტრენინგზე დასწრება შესაძლებელია ილიაუნის ყველა საფეხურისა და მიმართულების სტუდენტებისათვის. „ალდაგის“ წარმომადგენლები სადაზღვევო სფეროში დასაქმებით დაინტერესებულ სტუდენტებს გააცნობენ დეტალურ ინფორმაციას სააგენტო ქსელში სადაზღვევო აგენტის/პრომო აგენტის პოზიციებზე დასაქმების შესაძლებლობებზე, ფუნქცია-მოვალეობებზე, დაწინაურებისა და წინსვლის პერსპექტივებზე, სამუშაო საათებზე, რომელიც მთლიანად მორგებულია სტუდენტებზე.
დრო: 30 მარტი, 14:00 საათი
ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]