Loading Events

« All Events

  • This event has passed.

კლიმატის ცვლილების ახალი, სერტიფიცირებული კურსის პრეზენტაცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში

მაისი 13, 2016 / 12:00

13 მაისს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში, კლიმატის ცვლილების ახალი სასერტიფიკატო კურსის პრეზენტაცია გაიმართება, სადაც საჯარო ლექციას წაიკითხავს კლიმატის ცვლილების წამყვანი საერთაშორისო ექსპერტი – ჰანს ვეროლმე, ხოლო ქართველი სპეციალისტები ისაუბრებენ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ მთავარ გამოწვევებზე საქართველოსთვის.

ღონისძიება იმართება ჰაინრიხ ბიოლის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, ანალიტიკური ცენტრის, „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ (WEG) პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანია სამოქალაქო საზოგადოების, საჯარო სექტორისა და საგანმანათლებლო ინსტიტუტების შესაძებლობების გაძლიერება კლიმატის ცვლილებისა და მდგრადი განვითარების პოლიტიკის კუთხით.

გლობალური კლიმატის ცვლილება, ექსტრემალურ ბუნებრივი მოვლენების (წყალდიდობები, ღვარცოფები, ქარიშხლები, გაუდაბნოება,  ბიოლოგიურ სახეობათა გადაშენება, მყინვარების დნობა და სხვა მრავალი) გახშირებით, საფრთხეს უქმნის საქართველოს გარემოს, მოქალაქეთა კეთილდღეობას და ეკონომიკურ განვითარებას. ამავე დროს საქართველომ 2015 წელს პარიზის კონფერენციაზე აიღო ვალდებულება, მიიღოს მონაწილეობა კლიმატის ცვლილების შერბილებაში და შეამციროს სათბურის გაზის გაფრქვევები.

იმისათვის, რომ ქვეყანა მომზადებული შეხვდეს ამ ახალ გამოწვევებს და საერთაშორისო კლიმატური თანამშრომლობის ფორმტატში მიიღოს სათანადო ფინანსური თუ ტექნიკური დახმარება, აუცილებელია საჯარო და სამოქალაქო სექტორის სათანადო მომზადება. ახალი სასერტიფიკატო კურსი მოამზადებს საჯარო მოხელეებს და სამოქალაქო საზოგადოების და მედიის წარმომადგენლებს, რათა მათ შეძლონ კლიმატის ცვლილების შერბილების და მასთან შეგუების პროცესებში სრულფასოვანი მონაწილეობა, როგორც ქვეყანაში ასევე საერთაშორისო დონეზე.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ილიაუნის ენერგეტიკისა და მდგრადი განვითარების ინსტიტუტი აქტიურად მონაწილეობენ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ აქტუალურ კვლევებში. კლიმატის ცვლილების ახალი სასერტიფიკატო კურსი ამ მიმართულების გადადგმული შემდგომი ნაბიჯი იქნება, რაც ქვეყნას დაეხმარება მდგრადი განვითარების, კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის და მისი შერბილების პროცესების წარმატებით განხორციელებაში.

დრო: 13 მაისი, 12:00 საათი

ადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (გ. წერეთლის ქ. #1)

დასწრება თავისუფალია

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
მაისი 13, 2016
Time:
12:00
Event Category:
Event Tags: