Loading Events

« All Events

  • This event has passed.

კამპანია „ეს შენ გეხება“ – საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან

მარტი 17, 2016 / 14:00

17 მარტს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში, კამპანიის – „ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენ“ – ფარგლებში, ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტის დირექტორი, დავით კლდიაშვილი, და სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (სიდა) ხელმძღვანელი, ზვიად დევდარიანი, გამართავენ შეხვედრას სტუდენტებთან.

შეხვედრაზე ორგანიზატორები ისაუბრებენ კამპანიის შინაარსზე და სამომავლო გეგმებზე.

კამპანია – „ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენ“ ბოლო პერიოდში გავრცელებული ფარული ჩანაწერების საპასუხოდ განახლდა. მისი მიზანია, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პიროვნების თავისუფლების დასაცავად ერთხელ და სამუდამოდ აღკვეთოს უკანონო მოსმენების და მიყურადების პრაქტიკა.

დრო: 17 მარტი, 14:00 საათი

ადგილმდებარეობა: აუდიტორია A 101, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჭავჭავაძის გამზ. #32)

დასწრება თავისუფალია.

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
მარტი 17, 2016
Time:
14:00
Event Category:
Event Tags: