
23 ივნისს, სამშაბათს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის ორგანიზებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სპეციალისტი, კახაბერ გოშაძე, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე – “პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა – მითი თუ რეალობა?”
საჯარო ლექციის ფარგლებში განხილული იქნება პირადი ცხოვრებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული აქტუალური და საკვანძო საკითხები. ლექციის შემდეგ გათვალისწინებულია დისკუსია.
დრო: 23 ივნისი, 14:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B 101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ.: №32)
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]