
22-24 იანვარს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ჯგუფური ფსიქოთერაპიის ასოციაცია, ჯგუფური ფსიქოთერაპიისა და ჯგუფური პროცესების საერთაშორისო ასოციაციასთან (International Association for Group Psychotherapy and Group Processes, IAGP) ერთად გამართავს კონფერენციას ჯგუფური ფსიქოთერაპიის შესახებ.
კონფერენციის მომხსენებლები და თემატიკა:
22 იანვარი
მომხსენებელი: რიჩარდ ბეკი (აშშ) – ჯგუფური ფსიქოთერაპიისა და ჯგუფური პროცესების საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი;
მომხსენებელი: ქეთრინ მელა – MD (საბერძნეთი), ჯგუფური ფსიქოთერაპიისა და ჯგუფური პროცესების საერთაშორისო ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, კვლევითი კომიტეტის ხელმძღვანელი;
მომხსენებელი: მაიკლ ვიზერი – PhD, ჯგუფური ფსიქოთერაპიისა და ჯგუფური პროცესების საერთაშორისო ასოციაცია (ავსტრია).
23 იანვარი
მომხსენებლები: გალაბინა ტარაშოევა – MD; პეტრა მარინოვა-ჯამბაზოვა – MD, PhD, Psychodrama Center & Psychiatric Practice Orpheus (სოფია, ბულგარეთი);
მომხსენებელი: მონა რაკავი (ეგვიპტე);
მომხსენებელი: მაგდალენ იეიარათნამი (ინდოეთი).
24 იანვარი
მომხსენებელი: მარსია ალმეიდა ბატისტა (ბრაზილია);
მომხსენებელი: დომენიკო აგრესტა (იტალია).
სამუშაო ენა: ინგლისური (უზრუნველყოფილი იქნება თანმიმდევრული თარგმანი)
დრო: 22 იანვარი, 19:00-21:00 საათი
23 იანვარი, 19:00-21:00 საათი
24 იანვარი, 19:00-20:30 საათი
ადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]