Loading Events

« All Events

  • This event has passed.

ჯემალ ქარჩხაძის ახალი წიგნის „მარტოობის ჩუმი ედემის” პრეზენტაცია

მაისი 16, 2019 / 19:00

16 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და ქარჩხაძის გამომცემლობა ჯემალ ქარჩხაძის ახალი წიგნის „მარტოობის ჩუმი ედემის” პრეზენტაციაზე გიწვევთ.

„მარტოობის ჩუმი ედემი“ მწერლის უბის წიგნაკიდან ამ დრომდე უცნობ ჩანაწერებს, პუბლიცისტიკასა და მხატვრულ ტექსტებს აერთიანებს.
პრეზენტაციის მოდერატორი ლევან ბერძენიშვილი იქნება. წიგნის შესახებ ლევან ბრეგაძე, კახა ჯამბურია, მამუკა ბერიაშვილი, დიანა ანფიმიადი, ზაალ ჩხეიძე და დავით პაიჭაძე ისაუბრებენ.

მსურველებს წიგნის შეძენა პრეზენტაციის მსვლელობისას შეეძლებათ.

დრო: 16 მაისი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
მაისი 16, 2019
Time:
19:00
Event Category:
Event Tags: