
3 ივლისს, 19:00 საათზე, ილიაუნის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშვილი ჩაატარებს ვორკშოპს თემაზე: „ტოტალიტარული რეპრესიები – ტრავმის კვალი დღევანდელ საქართველოში“.
მომხსენებელი ისაუბრებს კვლევის შედეგებზე, რომლის ფარგლებშიც ფსიქოტრავმატოლოგიის პერსპექტივიდან შეისწავლა საბჭოთა ტოტალიტარული წარსულის გავლენა რეპრესირებული ოჯახების შემდგომი თაობების ცხოვრებაზე და თანამედროვე საქართველოს სოციო-პოლიტიკურ დინამიკაზე; გააანალიზებს საქართველოს დღევანდელი სოციოპოლიტიკური ცხოვრებიდან კონკრეტულ „უცნაურ“ შემთხვევებს.
დრო: 3 ივლისი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზირი N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]