Loading Events

« All Events

  • This event has passed.

იოსტ გიპერტის იუბილე ილიაუნიში

მარტი 10, 2011 / 16:13

12 მარტს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (ი. ჭავჭავაძის გამზ. 32, A 101 – აუდიტორია) გაიმართება ცნობილი ქართველოლოგის, ფრანკფურტის უნივერსიტეტის პროფესორის, იოსტ გიპერტის იუბილე.

ბოლო თერთმეტი წლის განმავლობაში იოსტ გიპერტმა ქართველ მეცნიერებთან ერთად განახორციელა უმნიშვნელოვანესი პროექტები ქართველოლოგიასა და კავკასიოლოგიაში. გასული საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა დღემდე ყველაზე მდიდარი ქართველოლოგიური (განსაკუთრებით ძველი ქართული ტექსტების) და კავკასიოლოგიური ელექტრონული რესურსების ბაზა.

იოსტ გიპერტი აქტიურად თანამშრომლობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ცენტრთან.

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
მარტი 10, 2011
Time:
16:13
Event Category:
Event Tags: