
16 ივნისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის S201/202 სხდომათა დარბაზში ანკარის ჰაჯეთეფეს უნივერსიტეტთან თანამშრომლობით გაიმართება საერთაშორისო ვორკშოპი „მზერა წარსულისა და მომავლისკენ: თურქეთი და საქართველო გლობალურ ისტორიასა და თანამედროვე ტურბულენტურ ხანებში“ საქართველოსა და თურქეთის აკადემიური წრის წარმომადგენელთა მონაწილეობით.
ღონისძიების მიზანია საქართველოსა და თურქეთს შორის აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავება, სამეცნიერო გამოცდილებისა და კვლევითი პრაქტიკის გაზიარება, ასევე ისტორიის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და რეგიონული პროცესების საკითხებზე პროფესიული დიალოგის ხელშეწყობა, რაც მომავალში სამეცნიერო თანამშრომლობისა და ერთობლივი კვლევითი ინიციატივების საფუძველს შექმნის.
სამუშაო ენა: ინგლისური
დრო: 16 ივნისი, 11:00-16:30
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S201/202 სხდომათა დარბაზი, გ. წერეთლის გასასვლი N3
დასწრება თავისუფალია.