Loading Events

« All Events

  • This event has passed.

„ინდივიდუალური საჭიროების მქონე ადამიანების საზოგადოებაში ინტეგრირება“

ივნისი 12, 2014 / 17:17

13, ივნისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში  ილიაუნის პროექტის – „ინდივიდუალური საჭიროების მქონე ადამიანების საზოგადოებაში ინტეგრირება“ (ASPIRE) – ინიციატივით, მოეწყობა სპეციალური განათლების სამაგისტრო პროგრამის პრეზენტაცია, რომელზეც საზოგადოება გაეცნობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინკლუზიურ განათლებაზე მიმართული სასწავლო კომპონენტებისა და საუნივერსიტეტო ინკლუზიის დეკლარაციას.

პრეზენტაციის დასასრულს გაიმართება ღია თემატური დისკუსია.

პრეზენტაციას წარუძღვება სამაგისტრო პროგრამის გუნდი:

ხათუნა დოლიძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სკოლამდელი აღზრდის და ინკლუზიური განათლების ცენტრის დირექტორი;
ნინო გოგიჩაძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სპეციალური განათლების პროგრამის ხელმძღვანელი;

ეკა დგებუაძე – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს უფროსი.

მარიკა ზაქარეიშვილი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინკლუზიური პროფესიული განათლების პროექტის დირექტორი;

მაია ბაგრატიონ-გრუზინსკი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინკლუზიური პროფესიული განათლების პროექტის მენეჯერი.

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
ივნისი 12, 2014
Time:
17:17
Event Category:
Event Tags: