
14 აპრილს, სამშაბათს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრულ პროფესორთან, ოთარ აბდალაძესთან.
საუბრის თემა: მაღალმთის მცენარეულობა – კლიმატის ცვლილების ბიოინდიკატორი.
შეხვედრაზე საუბარი შეეხება შემდეგ საკითხებს: რატომ მიიჩნევა მაღალმთის მცენარეულობა ყველა გლობალური ცვლილების, მათ შორის, კლიმატის ცვლილების მთავარ ბიოინდიკატორად; რა ფაქტორები მიუთითებს კლიმატის გლობალურ დათბობაზე; შეიმჩნევა თუ არა მცენარეულობის ტრანსფორმაცია და რა პერსპექტივები იკვეთება ამ მხრივ.
დრო: 14 აპრილი 17:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიაუნის სამეცნიერო კაფე, E 207 აუდიტორია
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]