
26 ივლისს, შაბათს, 12:00-დან 15:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E კორპუსში გაიმართება ილიაუნის ოთხივე ფაკულტეტის (მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი, სამართლის სკოლა, ბიზნესის სკოლა, საინჟინრო ფაკულტეტი) სამაგისტრო პროგრამების ღია კარის დღე.
განრიგი
12:00-15:00 – ოთხივე ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამების სტენდები E კორპუსის ფოიეში (სტენდებთან დაგხვდებიან სამაგისტრო პროგრამების წარმომადგენლები, რომლებსაც დაუსვამთ თქვენთვის საინტერესო შეკითხვებს და მიიღებთ პროგრამასთან დაკავშირებულ საინფორმაციო ლიფლეტებს)
სამაგისტრო პროგრამების პრეზენტაციები
12:30 – 12:50 – საინჟინრო ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამების პრეზენტაცია
12:50 – 13:20 – მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამების პრეზენტაცია
13:20 – 13:40 – ბიზნესის სკოლის სამაგისტრო პროგრამების პრეზენტაცია
13:40 – 14:00 – სამართლის სკოლის სამაგისტრო პროგრამების პრეზენტაცია
14:00 – 14:20 – ილიაუნის ბიბლიოთეკა
14:20-14:40 – ილიაუნის საგარეო ურთიერთობების სამსახურის პრეზენტაცია (გაცვლითი პროგრამები, საერთაშორისო თანამშრომლობა, სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა)
პრეზენტაციები ჩატარდება: E 207 აუდიტორიაში
[wpai_display_imported_files_here]