
3 თებერვალს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში “ქართული ენის სახელოსნოს” ინიცირებით, გაიმართება თამაში „რა? სად? როდის?“.
თამაშში მონაწილეობას მიიღებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინტელექტუალური კლუბის – „რა? სად? როდის“ – წევრები და ილიაუნის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტები, რომელთათვისაც ეს დამატებითი ღონისძიებაა კურსისთვის „ენა და კულტურათაშორისი დიალოგი” .
თამაშის თემატიკა და შეკითხვები იქნება კავკასიის სამი ქვეყნის (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი) ისტორიის შესახებ.
თამაშს გაუძღვება ინტელექტუალური თამაშის ,,რა? სად? როდის?’’ მოაზროვნე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის მოწვეული ლექტორი, სოსო ბერიკაშვილი.
[wpai_display_imported_files_here]